დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, მოვლის საშუალებების, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ბავშვების მედიკამენტების, საკვები პროდუქტების/მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2775 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020594 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2775
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, მოვლის საშუალებების, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ბავშვების მედიკამენტების, საკვები პროდუქტების/მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის – „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი: 27 01 02), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ბავშვების მედიკამენტების, საკვები პროდუქტების/მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა, 2016 წლის განმავლობაში, არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები