დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016401 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (ვებპორტალი, 10415023, 15.04.2011) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები:
„რ) ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის მისაღებად, ტრენინგების და ტესტირების ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: რ.ა) კომპანიის ბარათი – 200 ლარი; რ.ბ) მძღოლის ბარათი – 200 ლარი; რ.გ) განმეორებითი ტესტირება უფასო; რ.დ) მესამე და შემდგომი ტესტირება – 20 ლარი; ს) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, ტრენინგების და ტესტირების ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:
ს.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 250 ლარი; |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები