„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ს-21
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 18/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016090
ს-21
13/01/2016
ვებგვერდი, 15/01/2016
010320000.33.058.016090
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
 

საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №ს-21

2016 წლის 13 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში (გაზეთი „აჭარა“ №124 (22.868), 01.09.2007 წ. გვ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის დებულების (დანართი 4):

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტ1 ქვეპუნქტი:

„ტ1 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება, ასევე, აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება“;

ბ) მე-5 მუხლის 5.1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების განყოფილება.“;

გ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:

„მუხლი 72 ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო დასკვნის მომზადება;

ბ) ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება და შესაბამისი ოქმის მომზადება;

გ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა;

დ) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ე) ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ვ) კონკრეტული ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე www.eauction.ge და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ზ) მინისტრის ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.“.

2. პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 18 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე