„საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019079
15
11/01/2016
ვებგვერდი, 13/01/2016
010220020.10.003.019079
„საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №15

2016 წლის 11 იანვარი

   ქ. თბილისი

„საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2015, 010220020.10.003.018474) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და მე-17 მუხლის  მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს  სივრცითი მოწყობის  გენერალური სქემის, „საქართველო 2030"-ის შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი   −  კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ვიცე-პრემიერი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ვიცე-პრემიერი − საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

ეკონომიკური საბჭოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი;

სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი