„კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.019076
12
11/01/2016
ვებგვერდი, 13/01/2016
430050000.10.003.019076
„კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №12

2016 წლის 11 იანვარი

   ქ. თბილისი

„კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, 430050000.10.003.018462) და დადგენილებით დამტკიცებული „კრედიტქულების  შეწონვის  წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის“ მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უფროსი მასწავლებლის/წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მისანიჭებლად და მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად განსახორციელებელი დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის შესაბამისი კრედიტქულებია:

დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი

კრედიტქულა

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა მენტორისა)

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორისათვის

3 კრედიტქულა (ფასილიტატორობის თითოეული წლისათვის - 1 კრედიტქულა)

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხვა წევრებისათვის

1 კრედიტქულა

პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარი) მომხსენებლად მონაწილეობა

1 კრედიტქულა

სტაჟირება პროფესიული განვითარების მიზნით, რაც დადასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენით

1 კრედიტქულა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)

1 კრედიტქულა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა

სტატიის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)

1 კრედიტქულა

მეთოდური ლიტერატურის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)

2 კრედიტქულა

გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა

4 კრედიტქულა

სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაცია (მხოლოდ უფროსი მასწავლებლისათვის)

2 კრედიტქულა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგმოდულის ავტორობა. სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული  ტრენინგის აკრედიტებული ტრენინგმოდულის ავტორობა

2 კრედიტქულა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით, მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველზე,  მასწავლებლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული ტრენინგის  გავლა

25 საათი −

 1 კრედიტქულა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი