„სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 120200040.10.003.019073
9
11/01/2016
ვებგვერდი, 13/01/2016
120200040.10.003.019073
„სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2016 წლის 11 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200040.10.003.017852) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ, ასევე ფიზიკური პირის მიმართ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი