„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.019068
4
11/01/2016
ვებგვერდი, 12/01/2016
430050000.10.003.019068
„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2016 წლის 11 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.02.2015, 430050000.10.003.018457) და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის შეფასების წესის“:

 

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. კერძო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, მასწავლებლების შეფასების სისტემის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან თავსებადობას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში... − …მასწავლებელთა… პროფესიული... განვითარების  ეროვნული  ცენტრი),  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული  ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“.                                                                                          

 

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითშეფასების კითხვარი − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი