დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.170.016163 |
|
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.170.016109) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის: ა.ა) „ე“ ქვეპუნქტის ,,ე.გ“, ,,ე.დ“, ,,ე.ე“, ,,ე.ვ“ და ,,ე.ზ“ქვეპუნქტები; ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი. ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება 1. სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას; ბ) ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას; ბ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; გ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; დ) წინადადებების მომზადებას ქალაქის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები