დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/01/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016372 |
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 21.12.2015; 190020020.35.143.016369) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით: ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
“; გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8 985,8 ათასი ლარის ოდენობით:
“; დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 922,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 072,8 ათასი ლარის ოდენობით:
“; ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ვ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -852,9 ათასი ლარის ოდენობით. ზ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -960,0 ათასი ლარის ოდენობით.“; თ) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -107,1 ათასი ლარის ოდენობით“; ი) დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა). ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. დაგეგმილია აგრეთვე იმ შენობის რეაბილიტაცია, სადაც სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური მდებარეობს. კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტები: „ბ.ე“ „ბ.ვ“ „ბ.ზ“ „გ“ „დ“ „დ.ა“ „დ.ბ“ „დ.გ“ „დ.დ“ „დ.ე“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ე) ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2015 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება.
ბ.ვ) უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, ტერიტორიიდან მათი იზოლაცია და თავშესაფარში გადაყვანა.
ბ.ზ) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, ასევე გათვალისწინებულია 2015 წელს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებით შესრულებული სამუშაოების დაფინანსება.
გ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლეში განხორციელდება 2015 წელში შესრულებული პროექტები დაფინანსება. დაფინანსდება აგრეთვე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლეში 2016 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.
დ) კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 04) მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობას და მისი იერსახის გაუმჯობესებას, რისთვისაც დაგეგმილია ხაშურის გამწვანების და მწვანე ნარგავების მოვლა-შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, სპორტული მოედნებისა და სკვერების კეთილმოწყობა, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ღონისძიებები, ასევე დაგეგმილია დღესასწაულების დროს ხაშურის გაფორმებითი ღონისძიებების დაფინანსება.
დ.ა) დასახლების გამწვანების და მწვანე ნარგაობების მოვლა-შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხაშურში არსებული სპორტული მოედნების და სკვერების მოვლა-პატრონობა და დასუფთავება, რაც მოიცავს: დეკორატიული ბორდ-ბუჩქების გასუფთავებას ხმელი და ზედმეტი ტოტებისაგან, ნიადაგის დაბარვას და გასწორება-გაფხვიერებას, ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ნაგვის გატანას, გაზონების და ბალახების გათიბვას და გატანას, ხაშურში არსებული ხეების მოჭრა-გადაბელვას.
დ.ბ) სპორტული მოედნების და სკვერების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია.
დ.გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის დასახლებებში არსებული სასაფლაოების ტერიტორიის შემოღობვა. მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვა, დასუფთავება და ნაგვის გატანა.
დ.დ) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 04 08) დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ზედამხედველობის და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა.
დ.ე) ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა დღესასწაულების დროს ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ქვეპუნქტები: „ბ.ა“ „ბ.ბ“ „ბ.გ“ „ბ.დ“ „ბ.ე“ „ბ.ვ“ „ბ.ზ“ „ბ.თ“ „ბ.ი“ „ბ.კ“ „ბ.ლ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ა) ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) ერთჯერადად, წელიწადში 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ასი ან ას წელს გადაცილებული ადამიანი;
ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების უწყვეტი აღზრდისთვის, სასწავლო პროცესისთვის და სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციისთვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებები.
ბ.გ) სახელოვნებო სკოლებისა მოსწავლეთა უფასო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება სახელოვნებო სკოლებში რეგისტრირებული დევნილის და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეების ყოველთვიური სავალდებულო გადასახდელისაგან განთავისუფლება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს ლტოლვილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა მოქმედი სარეიტინგო ქულაა 0-დან 70 000-მდე. ბ.დ) მუნიციპალიტეტის დასახლებებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2015 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინასება.
ბ.ე) ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, ომის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარებები. ომში დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება: ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან (26 მაისი) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ინვალიდების და ომში დაღუპულთა ოჯახების სოციალური დახმარება, ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 06) საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით იგეგმება, საცხოვრებელ შენობებში დერეფნების განათების და წყლის ტუმბოებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა.
ბ.ზ) სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 07) სარიტუალო მომსახურება გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომრებზე, უპატრონო მიცვალებულებზე. დაკრძალვის ხარჯებისათვის თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით.
ბ.თ) ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის № 2796 განკარგულებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით დახმარების გაცემას.
ბ.ი) უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მქონე 185 ბენეფიციარის უფასო კვებითი მომსახურება.
ბ.კ) მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 12) ხაშურში მცხოვრები, კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე და მთიანი სოფლების საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების სამუშაო ადგილებზე დამაგრების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია მათი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურება სასწავლო პერიოდში.
ბ.ლ) მოქალაქეთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13)
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთჯერადი დახმარების გაცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შემდეგ მოქალაქეებზე:
მ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები