„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016082
1
11/01/2016
ვებგვერდი, 12/01/2016
010240060.57.069.016082
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №1

2016 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში“ (www.matsne.gov.ge, 010240060.57.069.016055, 27.02.2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საბჭოში გასაჩივრების უფლება

1. სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია, ამ წესის შესაბამისად, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში, თუ მიაჩნია, რომ დაირღვა კანონით ან/და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში – ამ ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო განცხადებას ან/და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციას, იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს ტენდერისთვის/კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ ან „შეწყვეტილია“ (თუ ტენდერი/კონკურსი შეწყდა წინადადებების მიღების დასრულებამდე) მინიჭებამდე;

ბ) თუ ტენდერს/კონკურსს მინიჭებული აქვს სტატუსი „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, გასაჩივრება შეიძლება ხელშეკრულების გაფორმებამდე.

3. გასაჩივრებას არ ექვემდებარება გადაწყვეტილება/ქმედება, თუ პრეტენზია ეხება:

ა) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

დ) საკონკურსო წინადადების ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრითი წონების განსაზღვრის, ხარისხის შეფასების კრიტერიუმების, მათი ტიპებისა და ხვედრითი წონების განსაზღვრის მიზანშეწონილობას, ასევე საკონკურსო კომისიის იმ შეფასებას, რომელიც მიღებულია საკონკურსო წინადადების ხარისხის შეფასების არათვლად კრიტერიუმთან დაკავშირებით.

4. საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში, სისტემაში შესყიდვების პროცედურები შეჩერდება მხოლოდ წინადადებების მიღების დასრულების შემდგომ, საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე.

5. საჩივარი საბჭოში წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, სისტემაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებაში არსებული სისტემური ღილაკის მეშვეობით, ამ წესის დანართის შესაბამისად.

6. საჩივარი (მათ შორის, დაზუსტებული საჩივარი), რომელიც საბჭოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ ან უქმე და დასვენების დღეებში, წარდგენილად ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჩივრის დასაშვებობის დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, განიხილავს საბჭოში შემოსული საჩივრისა და თანდართული მასალების შესაბამისობას კანონის 23-ე მუხლითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ეცნობება მომჩივანს ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება განთავსდება ვებგვერდზე https://tenders.procurement.gov.ge/dispute. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გაგზავნილად ჩაითვლება მისი ვებგვერდზე განთავსებისთანავე;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, თუ:

ა) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის არასათანადო გადაწყვეტილებას/ქმედებას;

ბ) არ არსებობს დავის საგანი;

გ) გასულია მისი წარდგენის ვადა (ეტაპი);

დ) იგი ეხება საკითხს, რომელზეც არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ე) იგი ეხება საკითხს, რომელსაც განიხილავს საბჭო იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ვ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ზ) იგი ეხება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს;

თ) მომჩივანი არ დააზუსტებს ან არასრულყოფილად დააზუსტებს საჩივარს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. თუ საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ გამოირკვა მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭოს აპარატი, ამ მუხლით დადგენილი წესით, დაუშვებლად ცნობს საჩივარს. თუ დაუშვებლად ცნობის საფუძველი გამოირკვა საბჭოს სხდომაზე ან მის შემდეგ, საჩივარს დაუშვებლად ცნობს საბჭო.“;

დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები, მათ შორის, იმავე შესყიდვის ობიექტის შესყიდვასთან დაკავშირებით არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი/კონკურსი (ასეთი არსებობის შემთხვევაში). დავის პერიოდში, კრიტიკული საჭიროებისას (რაც უნდა დასაბუთდეს), შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა. ასეთ შემთხვევაში, შესასყიდი საქონლის რაოდენობა, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს მოცულობა და ვადა არ უნდა აღემატებოდეს კრიტიკული საჭიროების დასაკმაყოფილებლად საჭირო შესყიდვის მოცულობასა და ვადას.

7. საბჭოს აპარატის წარდგინების საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ერთი და იმავე შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ წარდგენილი საჩივრების განხილვის სხდომების გაერთიანების შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. საბჭო იხილავს საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს სხვა ისეთ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას და რომელიც არ არის აღნიშნული საჩივარში.“.

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.
2. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს საბჭოში 2016 წლის 1 თებერვლიდან წარდგენილი საჩივრების განხილვაზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე