სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარის საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 08/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
08/12/2015
ვებგვერდი, 12/01/2016
სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარის საჯარო სკოლა

სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარის  საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

 

სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ.მამწვარის  საჯარო სკოლის 2015 წლის  5 სექტემბრის  5  ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელ პირად დადგინდა  სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ.მამწვარის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი - ბეღექ მანასიან.

ა) 2015  წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 15 (თხუთმეტი) განცხადებასაჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 15მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და  გაცემასთან,  სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.  

 

სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის

სოფელ მამწვარის  საჯარო

სკოლის დირექტორი                                                             ვაჰრამ მანასიან