„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016308
2
08/01/2016
ვებგვერდი, 12/01/2016
010260010.35.148.016308
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2016 წლის 8 იანვარი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010260010.35.148.016217) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულები

1. თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით იქმნება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულები.

2. გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ბერბუკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბერბუკი, რეხა, სვენეთი, თორტიზა, ხელთუბანი);

ბ) კარალეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურის დასახლება);

გ) შავშვების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო შავშვები, შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი, ნადარბაზევი, ხურვალეთი);

დ) მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი, ფაბრიკის დასახლება);

ე) მერეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მერეთი, კარბი, ქერე, კოშკა, გუგუტიაანთკარი, ზარდიაანთკარი);

ვ) სკრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სკრა, ახალხიზა, რიეთი, დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი, კოშკები);

ზ) ტირძნისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტირძნისი, მეღვრეკისი, ერგნეთი, თერგვისი, ბროწლეთი);

თ) დიცის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიცი, ქორდი, არბო);

ი) ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: ტინისხიდი, ორთაშენი, თედოწმინდა);

კ) ვარიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვარიანი, ახალდაბა, საქაშეთი, არაშენდა, ვარიანის მეურნეობა);

ლ) ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვახვრელი, უფლისციხე, ველები);

მ) შინდისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შინდისი, ფხვენისი, ყელქცეული, ქვემო ხვითი);

ნ) ძევერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ძევერა, ქიწნისი სათემო, შერთული);

ო) ზეღდულეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზეღდულეთი, ბერშუეთი, კირბალი, ზემო სობისი, ქვემო სობისი,  ქვემო ახალსოფელი, ახალშენი);

პ) ახალუბნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალუბანი, ქვეში, ახრისი, აძვი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთკარი, ქვემო არცევი);

ჟ) ატენის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ატენი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხანდისი, იკვნევი, ზემო ქსოვრისი);

რ) ნიქოზის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი);

ს) მღებრიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მღებრიანი, პატარა წერეთი, დიდი წერეთი, ჭანჭახა, ოქიანი, დიდი ჭვარები, პატარა ჭვარები, პიტნარა, ბორცვანა, ტამი, სახორცე);

ტ) ბოშურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვემო  ბოშური, ზემო ბოშური, ბიისი, ბობნევი, ტუსრევი, ყველაანთუბანი, გაგლოაანთუბანი, ლევიტანა, ორმოცი, თხინალა, იფნარა);

უ) საყავრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საყავრე, ფიცესი, ლული, გულხანდისი, დიდთავი, წითელი წყარო, ნადარბაზი, ზემო ახალსოფელი, ფელი);

ფ) ტყვიავის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, მარანა);

ქ) ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ხიდისთავი);

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უფლებამოსილებას ახორციელებს გამგებლის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი