გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016311
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
08/01/2016
ვებგვერდი, 12/01/2016
190040000.35.148.016311
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2016 - 17/08/2017)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლის 8 იანვარი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები №1 დანართის მიხედვით (დანართი №1 თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/08/2014; 190040000.35.148.016210) „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“.  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის 1 იანვრიდან.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

I

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

II

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2210

III

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1755

IV

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1755

V

წამყვანი საჯარო თანამდებობა:

საკრებულოს აპარატის უფროსი

1400

VI

უფროსი საჯარო თანამდებობა, მათ შორის:

 ა)  საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

 ბ) მთავარი სპეციალისტი

 

1027

790

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

728