დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016236 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი 03/02/2015; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016190) დამტკიცებული დანართში და დამტკიცებულ დანართის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 16. ტესტირება 1. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს. ტესტირება წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას. 2. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად, კანდიდატმა წარმოდგენილი ტესტებიდან უნდა გადალახოს: ა. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი
ბ. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - მთავარი სპეციალისტი
გ. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - წამყვანი სპეციალისტი
დ. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - უფროსი სპეციალისტი
ე. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტი
ვ.
ზ. საკრებულოს აპარატის საჯარო თანამდებობის პირი
“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები