„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.029.016333
397
11/01/2016
ვებგვერდი, 12/01/2016
010320020.22.029.016333
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №397

2016 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №255 ბრძანებით (ვებგვერდი, 23.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.029.016278) დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამეთვალყურეო საბჭო ასევე ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელების საერთო კოორდინაციას.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის“ (შემდგომში – სტრატეგია) და სამოქმედო გეგმის რეალიზების მიზნით:

ა) საბჭოს ფუნქციებია:

ა.ა) სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა;

ა.ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;

ა.გ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა;

ა.დ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მონაცემების, რჩევებისა და ექსპერტიზის საფუძველზე, კონკრეტული და დროში გაწერილი გადაწყვეტილებების მიღება;

ა.ე) სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმების განხილვა და პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება;

ა.ვ) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის განხორციელების გეგმის დამტკიცება, დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით;

ა.ზ) დევნილთა რეგისტრაციის მეთოდოლოგიის, სამუშაოს აღწერილობისა და მუშაობის განრიგის შემუშავება და დამტკიცება;

ა.თ) მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებების შემუშავება და დამტკიცება;

ა.ი) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხებზე პროცედურებისა და პრინციპების შემუშავება და დამტკიცება.

ბ) საბჭო უფლებამოსილია:

ბ.ა) კონკრეტული საკითხების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები და დაავალოს მათ სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის სტანდარტების, კრიტერიუმებისა და სამართლებრივი საკითხების შემუშავება;

ბ.ბ) უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებებისა და შემუშავებული რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვის;

ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის ცვლილებებთან დაკავშირებით;

ბ.დ) მოიწვიოს სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები სპეციფიკური საკითხების განსახილველად.

2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელების საერთო კოორდინაციის ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს  ამ პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე შექმნილ უწყებათაშორის კომიტეტს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი