დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების ბიუჯეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარსადგენი საბიუჯეტო განაცხადის ფორმების განსაზღვრისა და შევსების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016254 |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების ბიუჯეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარსადგენი საბიუჯეტო განაცხადის ფორმების განსაზღვრისა და შევსების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების ბიუჯეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარსადგენი საბიუჯეტო განაცხადის ფორმების განსაზღვრისა და შევსების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების ბიუჯეტის პროექტით
გამოსაყოფ ასიგნებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარსადგენი საბიუჯეტო განაცხადის ფორმების განსაზღვრისა და შევსების წ ე ს ი |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების ბიუჯეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარსადგენი საბიუჯეტო განაცხადის ფორმების განსაზღვრისა და შევსების წესი“ (შემდგომში – „წესი“) შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. |
2.
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების ბიუჯეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (შემდგომში - „გამგეობა“) წარსადგენი საბიუჯეტო განაცხადის სტრუქტურასა და ფორმებს, ასევე მათი შევსების მეთოდურ მითითებებსა და გამგეობაში წარდგენის ვადებს. |
3.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების (შემდგომში - „საბიუჯეტო ორგანიზაცია“) საბიუჯეტო განაცხადებით გამგეობაში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (შემდგომში - „საფინანსო ორგანო“) მიერ განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრულ მოცულობებს. |
მუხლი 2.
ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის ზღვრული მოცულობების განსაზღვრის საფუძვლები |
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, საფინანსო ორგანო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით. |
2.
საბიუჯეტო ორგანიზაციებმა უნდა მოამზადონ საბიუჯეტო განაცხადი საფინანსო ორგანოს მიერ განსაზღვრული ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ფარგლებში. |
თავი II
საბიუჯეტო განაცხადის სტრუქტურა და ძირითადი მოთხოვნები
საბიუჯეტო განაცხადთან მიმართებაში |
მუხლი 3.
საბიუჯეტო განაცხადის სტრუქტურის განსაზღვრა |
1.
საბიუჯეტო განაცხადის სტრუქტურა შედგება სპეციალური ფორმებისაგან. |
2.
საბიუჯეტო განაცხადის ფორმები წინამდებარე წესში წარმოდგენილია შესაბამისი დანართების სახით, კერძოდ, ესენია:
- დანართი №1 (ნაერთი) – საბიუჯეტო ორგანიზაციის განაცხადი ორგანიზაციულ ჭრილში; - დანართი №2 – საბიუჯეტო ორგანიზაციის ბიუჯეტის განაცხადი (დონორების დაფინანსებული პროექტების გარეშე); - დანართი №3 – ინფორმაცია მომუშავეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შესახებ; - დანართი №4 – დონორების დაფინანსებული პროექტები; - დანართი №5 – ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციის ბიუჯეტის შესახებ; - დანართი №5ა – ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; - დანართი №6 – საბიუჯეტო ორგანიზაციის პროგრამული ბიუჯეტი; - დანართი №7 (ნაერთი) – საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი; - დანართი №7ა – საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი; - დანართი №8 – ინფორმაცია ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი საბიუჯეტო ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის შესახებ. |
მუხლი 4.
ძირითადი მოთხოვნები საბიუჯეტო განაცხადთან მიმართებაში |
1.
საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გამგეობას საბიუჯეტო განაცხადები უნდა წარუდგინონ არაუგვიანეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 ნოემბრისა. |
2.
საბიუჯეტო განაცხადის დანართები წარმოდგენილი უნდა იქნуს როგორც ელექტრონული ვერსიის, ისე დოკუმენტური სახით. |
3.
საბიუჯეტო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული საბიუჯეტო განაცხადი. საბიუჯეტო განაცხადის რომელიმე დანართის შეუვსებლობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წერილობითი დასაბუთება. |
4.
საბიუჯეტო განაცხადის ყველა დანართში, გარდა მე-3 დანართისა, თანხობრივი მაჩვენებლები წარმოდგენილი უნდა იყოს ათას ლარებში. |
5.
საბიუჯეტო განაცხადის თითოეული დანართი ხელმოწერილი უნდა იქნეს საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ. |
6.
დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის პროექტის მიღებამდე, განაცხადის პროექტში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებებთან დაკავშირებით, საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია გამგეობას წარუდგინოს განახლებული დანართები შესაბამის განმარტებებთან ერთად. |
თავი III
საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შევსების
მეთოდური მითითებები |
მუხლი 5.
„დანართი №1 (ნაერთი) – საბიუჯეტო ორგანიზაციის განაცხადი ორგანიზაციულ ჭრილში“ |
1.
დანართი №1 წარმოდგენილი უნდა იქნეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად. |
2.
იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო ორგანიზაციის რომელიმე პროგრამა/ღონისძიება სრულდება/იწყება, დანართში უნდა შეივსოს მხოლოდ შესაბამისი წლის სვეტები. |
3.
თუ საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის ცნობილია ინფორმაცია მიღებული/მისაღები გრანტების ან/და მიზნობრივი დაფინანსების შესახებ, იგი გათვალისწინებული უნდა იყოს ამ დანართის სვეტში „კრედიტები და გრანტები“. |
მუხლი 6.
„დანართი №2 – საბიუჯეტო ორგანიზაციის ბიუჯეტის განაცხადი (დონორების დაფინანსებული პროექტების გარეშე)“ |
1.
დანართი N2 ივსება დონორების დაფინანსებული პროექტების გარეშე და მოიცავს ხარჯების ეკონომიკური, არაფინანსური აქტივების ზრდის, ფინანსური აქტივების ზრდისა და ვალდებულებების კლების მუხლებს, ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით. |
2.
აღნიშნული დანართი ივსება მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ / გასათვალისწინებელ ასიგნებებზე (საკუთარი სახსრების გარეშე). |
3.
საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ დანართი N8-ით ზღვრული მოცულობების ზემოთ ასიგნებების მოთხოვნის შემთხვევაში, თანხები უნდა გაიწეროს ამ დანართის შესაბამის სვეტში. |
მუხლი 7.
„დანართი №3 - ინფორმაცია მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შესახებ“ |
საბიუჯეტო ორგანიზაცია ამ დანართს ავსებს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისთვის შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა რიცხოვნობის, თანამდებობების დასახელებებისა და სარგოების მიხედვით. |
მუხლი 8.
„დანართი №4 - დონორების დაფინანსებული პროექტები“ |
1.
ამ დანართში აისახება დონორებიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებები. |
2.
აღნიშნული დანართის მიხედვით მონაცემები აღირიცხება სუბსიდიების, გრანტების, სხვა ხარჯების, არაფინანსური აქტივების ზრდის, ფინანსური აქტივების ზრდისა და ვალდებულებების კლების მუხლების მიხედვით. |
3.
აღნიშნული დანართით წარმოდგენილი ასიგნებები უნდა შეესაბამებოდეს დანართი N1-ით გათვალისწინებულ ასიგნებებს, საბიუჯეტო სახსრებისა და კრედიტებისა და გრანტების გამიჯვნით. |
მუხლი 9.
„დანართები №5 და №5ა - ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციის ბიუჯეტის შესახებ“ |
1.
დანართების მიზანია თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსავლების, ხარჯების, არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივების, ვალდებულებების და მათ ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის. |
2.
დანართ N5ა-ში მოცემულია დანართი N5-ის გამსხვილებული მაჩვენებლები და მასთან დაკავშირებულია შესაბამისი ფორმულებით. |
მუხლი 10.
„დანართი №6 – საბიუჯეტო ორგანიზაციის პროგრამული ბიუჯეტი“ |
1.
დანართი №6-ით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციის პროგრამული ბიუჯეტის განაცხადის ფორმები პირობითად გაყოფილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი (1-7 პუნქტები) ივსება მხარჯავი დაწესებულების ძირითადი პროგრამების მიხედვით, ხოლო მეორე (მე-8 პუნქტი) – ქვეპროგრამების/ღონიძიებებისთვის, რომლებიც ხორციელდება პროგრამის ფარგლებში. |
2.
. საბიუჯეტო ორგანიზაციის პროგრამული ბიუჯეტის განაცხადის თითოეულ პუნქტს გააჩნია თავისი შინაარსი:
2.1 „პროგრამის კოდი“ – წარმოადგენს პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად თითოეული პროგრამისათვის მინიჭებულ შესაბამის კოდს; 2.2 „პროგრამის დასახელება“ – პროგრამის ის უნიკალური სახელი, რომელსაც მხარჯავი დაწესებულება (მოცემულ შემთხვევაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, როგორც თვითმმართველი ერთეული) მიანიჭებს პროგრამას. ამასთან, მხარჯავი დაწესებულების პროგრამა „მენეჯმენტი და ადმინისტრირება“ არ საჭიროებს აღნიშნული დანართის შევსებას; 2.3 „პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია“ – თითოეული პროგრამის განმახორციელებლი მხარჯავი დაწესებულება; 2.4 „პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო შედეგი“ – გამოხატავს იმ პოზიტიურ გავლენას, რაც პროგრამის განხორციელებას მოჰყვება გრძელვადიან პერიოდში. საბოლოო შედეგი ყოველთვის განისაზღვრება ძირითადი პროგრამისათვის, თუმცა შესაძლებელია ქვეპროგრამის დონეზეც მოხდეს მისი განსაზღვრა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს პროგრამის განხორციელებით მიღწეული საბოლოო შედეგი და არა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაცაა საჭირო საბოლოო შედეგის მისაღწევად. პროგრამის საბოლოო შედეგი უნდა ჩამოყალიბდეს მოკლედ და იყოს სტაბილური (უცვლელი) პროგრამის ხანგრძლივობის განმავლობაში; 2.5 „პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი“ – მოიცავს გაზომვად ინდიკატორს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მონიტორინგი გაეწიოს მოსალოდნელი საბოლოო შედეგის მიღწევის გზაზე მიღებულ პროგრესს. ინდიკატორი უნდა იძლეოდეს საშუალებას, შეფასდეს, რეალურად მიღწეული იქნა თუ არა პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი საბოლოო შედეგი. იგი უნდა იყოს: ა) სასარგებლო – ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის განმახორციელებლებს უნდა აწვდიდეს შინაარსობრივ და ღირებულ ინფორმაციას; ბ) შედეგზე ორინტირებული – უნდა გამოხატავდეს დასახულ შედეგთან მიმართებას; გ) ნათელი და გაზომვადი – იოლად აღქმადი და გასაგები ენით აღწერილი, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ შეძლოს მისი გაგება, გამოყენება და მათი მეშვეობით მიღწეული შედეგების შეფასება; დ) შესაბამისი და მიღწევადი – ინდიკატორი უნდა იქნეს შერჩეული მოსალოდნელი შედეგის შესაბამისად, ადეკვატურად უნდა ზომავდეს მას და უნდა იყოს რეალისტური, რათა არ მოხდეს მოსალოდნელი შედეგის ზედმეტად ოპტიმისტური ან, პირიქით, ზედმეტად პესიმისტური შეფასება; ე) შედარებითი – უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას მოხდეს მიღწეული შედეგების შეფასება დროის სხვადასხვა პერიოდში. შესრულების შეფასების ინდიკატორები შეიძლება იყოს:
შესრულების შეფასების ინდიკატორები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს გადამოწმებადობის პრინციპს; 2.6 „პროგრამის ბიუჯეტი ქვეპროგრამების/ღონისძიებების მიხედვით“ – პროგრამის ბიუჯეტი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწერილი უნდა იყოს მასში შემავალი ქვეპროგრამის / ღონისძიების ბიუჯეტების მიხედვით, როგორც დასაგეგმი, ისე დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის, დაფინანსების წყაროების (საბიუჯეტო სახსრები, კრედიტები/გრანტები და საკუთარი სახსრები) გამიჯვნით. ქვეპროგრამის/ღონისძიების კოდი უნდა წარმოადგენდეს შესაბამისი პროგრამის კოდის ჩაშლას ქვედა დონეზე; 2.7 „ინფორმაცია პროგრამაში შემავალი ქვეპროგრამების/ღონისძიებების შესახებ“ – აღნიშნული პუნქტი ივსება პროგრამის შემადგენელ ყველა ქვეპროგრამაზე/ქვეღონისძიებაზე სათითაოდ და მოიცავს პროგრამულ კოდს, ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელებას, მისი განხორციელების ვადებს, აღწერას (თუ რა და რატომ ხორციელდება ქვეპროგრამის/ღონისძიების ფარგლებში) და მიზანს. ამ პუნქტში ასევე მოცემული უნდა იყოს შეფასების ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას უნდა იძლეოდეს, შეფასებული იქნას, თუ რამდენად ზუსტად და სწორად განხორციელდა დაგეგმილი ღონისძიებები. ქვეპროგრამას/ღონისძიებას უნდა ჰქონდეს როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი (ეფექტურობის) ინდიკატორები. |
3.
გარდა ამისა, დანართ N6-ში ასახული უნდა იყოს აგრეთვე ყველა ის დამატებითი ინფორმაცია ქვეპროგრამის/ღონისძიების შესახებ, რომელიც ცნობილია საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის (მაგალითად: დასაქმებულთა რაოდენობა, მათზე გაწეული შრომის ანაზღაურება, მიმდინარე ხარჯები, შეძენილი ტექნიკა და ინვენტარი და სხვა). აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ასახული ბიუჯეტის პროექტსა და მის დანართებში. |
მუხლი 11.
„დანართები №7 (ნაერთი) და №7ა - საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი“ |
1.
საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი მოიცავს სხვადასხვა კაპიტალური პროექტების ნაერთ ინფორმაციას. შესაბამისად, დანართი №7 წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალურ ბიუჯეტს, სადაც აისახება მსხვილი კაპიტალური პროექტები და მის ფარგლებში შემავალი ქვეპროექტები სათანადო დაფინანსებით, ხოლო დანართი №7ა ივსება ყველა პროექტის მიხედვით და მასში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: |
ა)
პროექტის დასახელება და ის ორგანიზაციული კოდი, რომლიდანაც განხორციელდება მისი დაფინანსება; |
ბ)
პროექტის აღწერა და მისი განხორციელების მიზეზი; |
გ)
პროექტის დაფინანსების წყაროები; |
დ)
პროექტზე გაწეული/გასაწევი ხარჯების (კაპიტალური და მიმდინარე ხარჯების გამიჯვნით) მოცულობას შესაბამისი ღონისძიებების მიხედვით. |
2.
კაპიტალური ბიუჯეტის მიზნებისათვის კაპიტალური პროექტი არის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია არაფინანსური აქტივების ზრდასთან. |
3.
იმ შემთხვევაში, როდესაც კაპიტალურ პროექტს უკავშირდება სხადასხვა მიმდინარე ხარჯი (მაგალითად, ტენდერების ორგანიზება, ექსპერტების მოწვევა, საპროექტო სამუშაოები და სხვ.), ისინი აუცილებლად უნდა აისახოს კაპიტალურ პროექტში. |
4.
დანართი №7 და №7ა ივსება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ყველა იმ კაპიტალურ პროექტზე, რომელთა განხორციელებას საბიუჯეტო ორგანიზაცია აპირებს, იმისდა მიუხედავად, იგი წარმოადგენს მიმდინარე პროექტის გაგრძელებას, თუ ინიციატივას დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და თუ: |
ა)
მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთების შემთხვევაში - მისი ღირებულება უდრის ან აღემატება 50.0 ათას ლარს და მისი გამოყენების ვადა არანაკლებ 5 წელია; |
ბ)
აღჭურვილობის, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების (გარდა სამხედრო აღჭურვილობისა) შეძენის შემთხვევაში - ერთი ერთეულის ან მთლიანი პროექტის ფარგლებში შეძენილი საერთო რაოდენობის ღირებულება უდრის ან აღემატება 150.0 ათას ლარს და მისი გამოყენების ვადა არანაკლებ 3 წელია. |
5.
პროექტის ღირებულება მოიცავს პროექტთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს, მათ შორის: ტერიტორიის და მასალის შეძენას, გაწეულ შრომას, არქიტექტურულ და საინჟინრო სამუშაოებს და ა.შ. |
6.
ის კაპიტალური პროექტები, რომლებიც ინდივიდუალურად ვერ აკმაყოფილებენ ზემოხსენებულ განსაზღვრებას, მაგრამ, თავიანთი შინაარსით, კაპიტალური ბიუჯეტის ნაწილია და მათი ჯამური ღირებულება საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან ხარჯს წარმოადგენს, დაჯგუფებული უნდა იქნას და მათ საერთო ღირებულებაზე საბიუჯეტო ორგანიზაციამ უნდა მოამზადოს კაპიტალური პროექტის ცალკე განაცხადი. |
7.
ამასთან, ორივე დანართი ითვალისწინებს ცხრილებს, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციამ უნდა შეავსოს იმ შემთხვევაში, თუ მას მოთხოვნილი აქვს ასიგნებები ზღვრული მოცულობების ზემოთ. აღნიშნული ცხრილები ივსება განსაზღვრული ზღვრული მოცულობების ზევით მოთხოვნილი თანხების გათვალისწინებით. |
მუხლი 12.
„დანართი №8 – ინფორმაცია ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი საბიუჯეტო ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის შესახებ“
|
ამ დანართის შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ კონკრეტული საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საფინანსო ორგანოს მიერ განსაზღვრული საორიენტაციო ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებზე დამატებითი მოთხოვნა თითოეული ორგანიზაციული კოდის მიხედვით, შესაბამისი დასაბუთებით და გაანგარიშებით. |
მუხლი 13.
დასკვნითი დებულებები |
წინამდებარე წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, რომელიც მიიღება საერთო წესის საფუძველზე.
|
დანართი №1
საბიუჯეტო ორგანიზაციის განაცხადი ორგანიზაციულ ჭრილში*
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ათას ლარებში |
* შენიშვნა: №1 დანართით წარმოდგენილი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი 2017 წლისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: |
დანართი №2
საბიუჯეტო ორგანიზაციის ბიუჯეტის განაცხადი
დონორების დაფინანსებული პროექტების გარეშე |
ათას ლარებში
|
დანართი №3
ინფორმაცია მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შესახებ *
|
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება
(სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დადგინდა თანამდებობრივი სარგოები, წოდებრივი სარგოები და დანამატები) ათას ლარებში
* შენიშვნა: მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის განსაზღვრულ დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას.
** შენიშვნა: პრემიის წლიური ფონდი უნდა შეივსოს მომუშავეთა მთლიან რაოდენობაზე.
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
დონორების დაფინანსებული პროექტები |
|
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ათას ლარებში
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5
ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციის ბიუჯეტის შესახებ |
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ათას ლარებში
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5ა
ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ |
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ათას ლარებში
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: |
დანართი №6
საბიუჯეტო ორგანიზაციის პროგრამული ბიუჯეტი
|
ათას ლარებში
* აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ასახული ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში და იგი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №7 (ნაერთი)
საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი (ზღვრული მოცულობების ფარგლებში*) |
ათას ლარებში
საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი (ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი ასიგნებების გათვალისწინებით*)
ათას ლარებში
* იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი მოიცავს უცხოეთიდან მიღებულ/მისაღებ დაფინანსებას და თანადაფინანსებას, შესაბამისი კაპიტალური ბიუჯეტის პროექტები შევსებულ უნდა იქნეს აღნიშნული სახსრების გათვალისწინებით
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: |
დანართი №7ა
საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი (ზღვრული მოცულობების ფარგლებში*)
პროექტის დასახელება და ორგანიზაციული კოდი:
პროექტის განხორციელების მიზეზები:
პროექტის აღწერა: ათას ლარებში |
ათას ლარებში
საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი (ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი ასიგნებების გათვალისწინებით*)
ათას ლარებში
* იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო ორგანიზაციის კაპიტალური ბიუჯეტი მოიცავს უცხოეთიდან მიღებულ/მისაღებ დაფინანსებას და თანადაფინანსებას, შესაბამისი კაპიტალური ბიუჯეტის პროექტები შევსებული უნდა იქნეს აღნიშნული სახსრების გათვალისწინებით.
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: |
დანართი №8
ინფორმაცია 2017 წლისათვის განსაზღვრული ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი საბიუჯეტო ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის შესახებ |
წინამდებარე დანართის საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საბიუჯეტო ორგანიზაციის 2017 წლის საბიუჯეტო განაცხადი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი საფინანსო ორგანოს მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის განსაზღვრული საორიენტაციო ზღვრული მოცულობების ზემოთ.
მომუშავეთა რიცხოვნობის ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნა ათას ლარებში
საბიუჯეტო განაცხადი დამატებით თანხებზე ათას ლარებში
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები