„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017078
05/ნ
08/01/2016
ვებგვერდი, 11/01/2016
040030000.22.022.017078
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის N57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №05/ნ

2016 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №57/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016792) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ პირთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების შერჩევა და განხორციელება, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების:

ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;

ა.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში;

ა.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლება;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საჯარო მოსამსახურეთა პოპულარიზაცია და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაინტერესებული პირებისათვის ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლებას;“;

გ) მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი საქმიანობის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით  ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას.”.

3.  მე-6 მუხლის:

ა) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ამტკიცებს რეგიონული სასწავლო ცენტრის სამოქმედო გეგმას;“.

ბ) ,,ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ პუნქტი:

„ძ) უფლებამოსილია სკოლის თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი).”.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სკოლის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე:  

ა)   ადმინისტრაციული და  სამართლებრივი უზრუნველყოფის დარგში;  

ბ) ფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში;

გ) სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.“.

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 პუნქტი:

„31. სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:

ა) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოფს ახალი სასწავლო პროგრამების განვითარებას;

გ) უზრუნველყოფს ტრენინგების საჭიროების მოკვლევას და ამისათვის მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებებთან;

დ) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისათვის  მატერიალური და ადამიანური  რესურსების მოძიებას და მათ განვითარებას;

ე) მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლებთან სასწავლო პროგრამების შედეგიანობის ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით;

ვ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის დავალების საფუძველზე ასრულებს  სკოლის დირექტორის მოვალეობას;

ზ) მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს წევრებთან;

თ) დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.“.    

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე