„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016140
4
04/01/2016
ვებგვერდი, 11/01/2016
010250050.35.174.016140
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2016 წლის 4 იანვარი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“  ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015  წლის 6 მარტის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010250050.35.174.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) პარკირების ორგანიზება – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად, ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) პარკირების ორგანიზების უფლება – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად, ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სპეციალურად დაცული სადგომი – საჯარიმო სადგომი, სადაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება ავტომანქანის გადაყვანა.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება, რომელიც მოიცავს პარკირების ადგილების სარგებლობის უფლებას, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადასცეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. ამ პუნქტის მოქმედებაზე არ ვრცელდება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მოთხოვნები.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე