დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1803/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის ბრძანება № 02-1 803 /ო
2015 წლის 30 დეკემბერი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს ,,რეფერალური დახმარების ცენტრზე“ (მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №21) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,რეფერალური დახმარების ცენტრის“ დირექტორის ნათია მასხარაშვილის განცხადება №116404, 25.11.2015 წ. ადგილზე შემოწმების აქტი №119, 25.12.2015 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №18, 30.12.2015 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები