დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1795/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის ბრძანება № 02-1795/ო
2015 წლის 30 დეკემბერი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,რეფერალური დახმარების ცენტრზე“ (მის: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N18/20) გაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია - სალიცენზიო მოწმობა N002151, ბრძანება N02-1819/ო, 26.12.2013წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,რეფერალური დახმარების ცენტრის“ დირექტორის ნათია მასხარაშვილის განცხადებები: N116404, 25.11.2015 წ. და N119202 02.12.2015 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები