დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №25 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016246 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №25 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №25 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“
1.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“. ,,ვ) წამყვანი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში“. 2.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლს დაემატო მე- 5 და მე-6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს ა) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან. ბ) უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება. გ) ორგანიზაცია გაუწიოს პრეს–კონფერენციების, ბრიფინგების, ,,მრგვალი მაგიდების’’, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას. დ) მოახდინოს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზი. ე) უზრუნველყოფს საკრებულოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (დადგენილებები, განკარგულებები, ბრძანებები) და საჯარო ინფორმაციის (საკრებულოსა და ბიუროს აგრეთვე საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმების) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას. ვ) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს“. ,,6. წამყვანი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ა)უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მატერიალურ – ტექნიკურ უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობისათვის საჭირო საოფისე მომსახურების უზრუნველსაყოფად; გ) ახორციელებს ღონისძიებებს საკრებულოს ინვენტარის და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის, შენახვის, რაციონალურად გამოყენებისა და დაცვისათვის; დ) ორგანიზებას უწევს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილებების, ენერგო მომარაგების და სატელეფონო ქსელის გამართულ მუშაობას; ე) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებებს“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დანართი №2 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა
„ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები