იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016332
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
05/01/2016
ვებგვერდი, 06/01/2016
010170000.22.029.016332
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/01/2016 - 21/12/2016)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1

2016 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ხელშეკრულების პირობებში დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის (შემდგომში ფართობი) (სადაც დევნილი სახელმწიფოს მიერ იქნა განსახლებული და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, ასევე სადაც სამინისტრო ახორციელებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების (მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა მიერ მოხმარებული წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, განსახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯები) ანაზღაურებას) ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება ერთ დევნილზე განისაზღვროს თვეში 2 ლარით.
3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსი, რომელშიც ასახული იქნება ფართობი (უძრავი ქონება), ხოლო იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც ფართობი მესაკუთრისაგან გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, დამატებით, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი და/ან გადამხდელის მოწმობა;

გ) ცნობა მუნიციპალიტეტიდან ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოდან იმ ფართობის (ფართობების) შესახებ, რომლის მომსახურებასაც იგი ახორციელებს;

დ) ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. მათ უნდა წარმოადგინონ ფართობის (ფართობების) ნუსხა რომელთა მომსახურებასაც ისინი ახორციელებენ;

ე) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელიც აისახება ხელშეკრულებაში.

4. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
5. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 დეკემბერი.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის ადმინისტრაციული მომსახურების ხარჯის განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 5 იანვრის №01 ბრძანება.
7. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი