დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 662 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.019049 |
|
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/05/2015, 230210000.10.003.018615) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, 2016 წლის პირველ მარტამდე, უზრუნველყოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონპროექტების, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტების განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, 2016 წლის პირველ მარტამდე, უზრუნველყოს „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 30 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები