„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 669
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019056
669
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
010320000.10.003.019056
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №669

2015 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196)  შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის (დანართი №1) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) ტერიტორიული ორგანოს უფროსი;

ბ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;

გ) სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

დ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ე) ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე;

ვ) მინისტრის მრჩეველი;

ზ) მინისტრის თანაშემწე;

თ) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ი) დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი