„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 670
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110010.10.003.019057
670
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
010110010.10.003.019057
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №670

2015 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2014, 010110010.10.003.017882) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის  მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.  პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაღალმთიანი რეგიონი მაღალმთიანი დასახლება, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

 ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი – მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროგრამის ბენეფიციარია 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებული ცოცხლადშობილი ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ბავშვები), რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება, მაღალმთიან რეგიონში  ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 150 ლარის ოდენობით, 2 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია და 200 ლარის ოდენობით, 2 წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი მე-3 ან მომდევნო შვილია.“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფულადი დახმარება გაიცემა განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის თვის შემდგომი თვის პირველი რიცხვიდან,  კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.“;

ე) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  და  42  პუნქტები:

„41. თუ ბენეფიციარს ერთდროულად წარმოეშვა ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიღების უფლება, მას აქვს, მხოლოდ ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება მისივე არჩევით.

42. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა იწვევს ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტას.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7.  ფულადი დახმარების ოდენობის გადაანგარიშება

სააგენტოს მიერ  ფულადი დახმარების გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი დახმარების ოდენობის ცვლილებების შემთხვევაში ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (მაღალმთიანი რეგიონიდან სხვა დასახლებაში გადასვლა ან პირიქით) შეცვლისას, თუ ახალი მისამართი აკმაყოფილებს ამ პროგრამის პირობებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მოიპოვა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გადაანგარიშება განხორციელდება სააგენტოში მიმართვისა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი