„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის, კომისიის დებულების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 დეკემბრის №691 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 672
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019059
672
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
010220020.10.003.019059
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის, კომისიის დებულების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 დეკემბრის №691 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №672

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის, კომისიის დებულების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 დეკემბრის №691 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის, კომისიის დებულების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი დებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის ძირითადი დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 დეკემბრის №691 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2014, 010220020.10.003.018311) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.     დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

 საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი - კომისიის წევრი;

სსიპ - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი - კომისიის წევრი;

სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს უფროსი - კომისიის წევრი;

სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს უფროსი - კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის მდივანი.

კომისიის წევრი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს თავის მიერ უფლებამოსილი სხვა პირით.“.

2. №2 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია იკრიბება წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით და პასუხისმგებელია შემდეგ საკითხებზე:

ა)  საავიაციო რისკების იდენტიფიცირება, განხილვა, დამუშავება და მათი სისტემატიზაცია პრიორიტეტულობის მიხედვით;

ბ) საჭიროებისამებრ გამოსასწორებელ (მაკორექტირებელ) ღონისძიებათა ინიციირება;

გ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრა და მონიტორინგი;

დ) პროგრამის შემუშავება და მისი განახლების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ე) პროგრამის დანერგვის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების მონიტორინგი;

 ვ) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება და მისი განახლების თაობაზე წინადადებების მომზადება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი