დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 673 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.019060 |
|
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“: ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოპოვებული აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განათლების ვაუჩერის განაღდება მოხდება პროგრამის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განმახორციელებელი დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყოველკვარტალურად. ერთ მაძიებელზე ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულებით, არა უმეტეს 2 200 ლარით (მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილის (თუ მისი ხანგრძლივობა 1 წელზე ნაკლებია) შემთხვევაში − შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს თვეში 200 ლარისა).“; ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პროგრამის ფარგლებში მაძიებლების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მომსახურება ფინანსდება სრულად, პროგრამის ფარგლებში.“. 2. დადგენილების დანართი №2-ის (საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის წესი): ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია წინასწარ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების შერჩევა ტარდება იმ ადგილებზე, რომლებიც თავისუფალი დარჩა ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ადგილებზე განაცხადების რაოდენობა აღემატება კონკრეტული საექიმო სპეციალობის ფარგლებში არსებული ადგილების (კვოტების) რაოდენობას, ტარდება კონკურსი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ე.ა) უპირატესობა ენიჭებათ იმ მაძიებლებს, რომელთაც სურვილი აქვთ, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში; ე.ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში მზადების შემთხვევაში, მოეთხოვებათ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში მუშაობის სულ მცირე 5 წლის სამუშაო გამოცდილება; ე.გ) ამ ქვეპუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტების თანხვედრის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ იმ მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს, რომელთათვისაც განხორციელდება მაძიებლების შერჩევა (ასევე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაცია); ე.დ) ამ ქვეპუნქტის „ე.ა“, „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების თანხვედრის შემთხვევაში, შესაბამისი საექიმო სპეციალობის დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, თითოეულ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები