„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 675
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.019062
675
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
300390000.10.003.019062
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №675

2015 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2014, 300390000.10.003.017992) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ექსპორტის ნებართვის მაძიებელი ევროკავშირის ან ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც საბრძოლო მასალა (თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციით)  ესაჭიროებათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და მასზე საკუთრების უფლება მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი