დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 02/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.040.000.05.001.001.479 |
საქართველოს კანონი
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12(19), 1999 წელი, მუხ.38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი (შემდგომში – საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი) – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და გარემოს დაცვის სფეროებში;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.‘‘;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო ქვედანაყოფები ქმნიან საქართველოს დაზვერვის სისტემას.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი აგრეთვე:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, როგორც თავის ქვედანაყოფებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში. ამ მიზნით იყენებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკური დაცვის ღონისძიებებს ტექნიკური არხებიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფ იმ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა უშიშროებას, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.‘‘.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემის ხელმძღვანელობა
1. საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო დაზვერვის სისტემასა და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაზვერვის და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო ხასიათის მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესახებ.
2. საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას.
3. საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც შემოსულია იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან რომლებისთვისაც თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაცია, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის მეშვეობით თავს იყრის სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან.
5. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი:
ა) უზრუნველყოფს სადაზვერვო მეთოდებით მიღებული ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში, ნიშნავს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს;
გ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;
დ) უზრუნველყოფს თავისი მოსამსახურეების სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას.‘‘.
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სამთავრობო კონტროლი
საქართველოს დაზვერვის სისტემაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.‘‘.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 21 მაისი.
№65–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები