დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 655 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.10.003.019042 |
|
„სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.11.2014 წ., 120050000.10.003.018235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:
1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება, როგორც წახალისების სახე, შეეფარდება სამხედრო მოსამსახურეს ამ წესდებით განსაზღვრული წესით.“. 2. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 118. განსაკუთრებული დამსახურება სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წახალისებულია წესდების 116-ე და 117-ე მუხლების შესაბამისად ან განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესში, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, წახალისდეს მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები