„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33-139
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016243
33-139
29/12/2015
ვებგვერდი, 04/01/2016
040030000.35.101.016243
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33-139

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016052) დამტკიცებულ წესდებაში (დებულებაში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან „საჭდით“ (ბირკით) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;“;

„ვ) ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გადატანა შესაბამის ბიოთერმულ ცხოველთა სამარხში (ბეკარის ორმოში), ცხოველების ლეშის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში;“;

ბ) წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ქ“ ქვეპუნქტი, შემდეგი რედაქციით:

„ქ) სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე საფინანსო წლის განმავლობაში გასცემს დანამატებს, სააგენტოს ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი