„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №4-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 33-131
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.101.016252
33-131
29/12/2015
ვებგვერდი, 04/01/2016
280010000.35.101.016252
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №4-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33-131

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №4-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების  თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №4-14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 09/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.101.016127) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ და წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 06 02 28 კოდით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ქვეპროგრამით გათვალისიწინებული დაფინანსების წესი

1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ხელშეწყობის დაფინანსება ხორციელდება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სოციალური დახმარების, არამატერიალიზებული ვაუჩერის ან საპროექტო განაცხადის საფუძველზე. შენიშვნების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადის კორექტირებული ვარიანტის წარმოდგენა.

2.  სამსახურის მიერ, შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის მოსარგებლისათვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული გაწეული ხელშეწყობისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ზედამხედველობა ხორციელდება სამსახურის მიერ.

4. პროგრამის ძირითადი დაფინანსება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.

5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის – ქვეპროგრამაში (კოდი 06 02 28) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.“

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.შესრულებულ სამუშაოზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.“;

დ) მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება;’’.

2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი