„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.033.016844
465
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
360010010.22.033.016844
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №465

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული  ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2008წ., N61, მუხ. 698) შეტანილ იქნეს   ცვლილება და ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ,,ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები (დანართი №1).“.

გ) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ამოღებულ იქნეს;

ე) 33 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ)  34  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34 ამ ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  დანართი №1-ის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე  მყოფმა  მხარჯავმა  დაწესებულებებმა ბუღალტრული ანგარიშგება წარუდგინონ – ადგილობრივ  საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა – შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური