„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 468
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016847
468
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
190040000.22.033.016847
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №468

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №7, მუხ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №314 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. დამტკიცდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართული რედაქციით.“;

 დ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ინსტრუქციით იხელმძღვანელონ ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა.“.

2.  ბრძანებით დამტკიცებული ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთა (შემდგომში - ცვეთა) განისაზღვრება ამ ინსტრუქციით მოცემული ნორმების შესაბამისად და ყოველწლიურად აისახება ბუღატრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში.“;

 გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2  

ცვეთა არ ერიცხება კულტივირებულ აქტივებს (მუშა პირუტყვისა და საექსპლუატაციო ასაკის მრავალწლიანი ნარგავების გარდა), დაუმთავრებელ ძირითად აქტივს და საბიბლიოთეკო ფონდებს.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ძირითად აქტივებს, მიუხედავად იმისა, საანგარიშო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი ან წარმოებული და იმყოფება თუ არა აქტივი ექსპლოატაციაში, ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის და გამოიანგარიშება მათი საწყისი (ისტორიული) ღირებულების გამრავლებით წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებულ წლიურ ნორმაზე (ამ თანხას არსებითი/მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ან გადაფასების შემთხვევაში დაემატება ახლად მიღებულ ღირებულებაზე დარიცხული ცვეთის თანხა).

2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ აქტივების მიღებიდან არ განხორციელებულა ცვეთის დარიცხვა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ მთელი პერიოდის ცვეთის თანხა გაიანგარიშება ძირითადი აქტივის საწყისი (ისტორიული) ღირებულებისა და ორგანიზაციაში ყოფნის კალენდარული წლების რაოდენობის ცვეთის ნორმაზე გამრავლებით. “;   

ე) მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ანალიზური აღრიცხვისათვის, ყოველწლიურად დარიცხული ცვეთის თანხის ჩაწერა წარმოებს ძირითადი აქტივების აღრიცხვის საინვენტარო ბარათებში (დავთრებში) ან ელექტრონილ სისტემებში.

2.  ძირითადი აქტივის სხვა ორგანიზაციაზე გადაცემის ან გაყიდვის შემთხვევაში მიმღები ორგანიზაციის მიერ ცვეთის დარიცხვა ხდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.“;

ვ)  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერამდე აღირიცხება საცნობარო მუხლის – ამორტიზებული ძირითადი აქტივების – 08 ანგარიშზე, საწყისი (ისტორიული) ღირებულებების მითითებით.“;

ზ)  დანართი №1-ს დაემატოს ძირითადი აქტივების ჯგუფი  შემდეგი რედაქციით:

 „საზღვაო სანავიგაციო ნიშნების კონსტრუქციების და მაკომპლექტებელი მოწყობილობები“

 საზღვაო სანავიგაციო ნიშანი – საზღვაო ქერქეჭელა ––––––––– 20.0

 საზღვაო სანავიგაციო ნიშანი – საზღვაო სარყე –––––––––––––– 25.0”.            

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 31 დეკემბრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური