დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.11.004.016036 |
|
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ან აღმასრულებელ დირექტორს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაციის პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიჩნევა. იმ შემთხვევაში, თუ ვიცე-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ინფორმაციის პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიჩნევის თაობაზე, მაშინ აღნიშნული ინფორმაცია ექვემდებარება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის სპეციალურ საქმისწარმოების წესს.". |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები