„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
მიღების თარიღი 29/12/2015
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016009
7
29/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
010100000.62.074.016009
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №7

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს მე-71  მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. ფინანსური სამსახურის უფროსი

1.ფინანსური სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში,  მაგისტრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის 5-წლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი და საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) ორგანიზაციის/პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვის, შესრულების მონიტორინგის და ფინანსური ანგარიშგების გამოცდილება; 

ე) „ORIS“-ს პროგრამის სრულყოფილი ცოდნა;

ვ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ზ)  ბიუჯეტის მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ი) პროფესიული  უნარები:  გუნდური მართვისა და მუშაობის,  სამუშაოს  დაგეგმვისა  და პროცესის მართვის,  შემჭიდროებულ  ვადებში  მუშაობის,  ეფექტური  კომუნიკაციის,  მსჯელობის და დისკუსიის,  პრეზენტაციის, აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, დროის ეფექტური მართვის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

კ) ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (MS Office applications) და პროფესიული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2013 წლის 8 აპრილის №97 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს   ფინანსთა  მინისტრის  2008  წლის  16  აპრილის  №364 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების   შესახებ“;   საქართველოს   ფინანსთა   მინისტრის   2002   წლის   31   დეკემბრის   №439   ბრძანება „ბიუჯეტების  დაფინანსებაზე  მყოფი  ორგანიზაციების  ძირითადი აქტივების  ფიზიკური  ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა  მინისტრის  2013  წლის  31 დეკემბრის  №449  ბრძანება  „საბიუჯეტო  ორგანიზაციების  პირველადი საბუღალტრო  დოკუმენტებისა  და  სააღრიცხვო  რეგისტრების  ფორმების  დამტკიცების  თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015  წლის  22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424  ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების   თაობაზე“; საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება „გადასახადების  ადმინისტრირების  შესახებ“;  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  2012  წლის  11 აპრილის №112 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30  დეკემბრის  №637  ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს  პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების“ შესახებ; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დეპარტამენტის სპეციალისტი წერია თანამდებობათა მოწოდებულ დასახელებებში. 

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული უნარები.“

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ფინანსური მენეჯერი

1. ფინანსური მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის, ბუღალტრული აღრიცხვის და შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

დ) ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ვ) საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ORIS-ის სრულყოფილი და საფუძვლიანი ცოდნა;

ზ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თ) ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office applications) და პროფესიული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“; საქართველოს საგადასახადო  კოდექსი (კარი V, თავი XI); საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების   დამტკიცების   თაობაზე;   საქართველოს   ფინანსთა  მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის   2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების  ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის  №449 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო  დოკუმენტებისა  და  სააღრიცხვო  რეგისტრების  ფორმების დამტკიცების  თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31  დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;   საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო  ორგანიზაციებში  ქონების,  მოთხოვნებისა  და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის  ჩატარების წესის დამტკიცების  შესახებ“;  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება „გადასახადების  ადმინისტრირების  შესახებ“;  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  2012  წლის  11 აპრილის №112 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების   თაობაზე“;   საქართველოს   ფინანსთა   მინისტრის   2011  წლის   30  დეკემბრის №637 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების  გადანაწილების  წესის  დამტკიცების  შესახებ“;  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის  2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების,    საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა   ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა   და    საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი  ძირითადი  აქტივების  ჩამოწერისა  და მის შედეგად  მიღებული  ქონების  განკარგვის  წესის შესახებ“  დებულების   დამტკიცების თაობაზე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანება „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების  და საავადმყოფო  ფურცლის  გაცემის წესის შესახებ“; საქართველოს  პრეზიდენტის  2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული უნარები.“

3. დაემატოს მე-91მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან სოციალური მეცნიერებების სფეროში;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ)  ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;

დ) პროფესიული უნარები: სამუშაოს დაგეგმვის, გუნდური და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, მსჯელობის და დისკუსიის, პრეზენტაციის, აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების, დროის ეფექტური მართვის უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office applications);

ვ) სასურველია ფოტო/ვიდეო რედაქტირების პროგრამების ცოდნა;

ზ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

2.  საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) პროფესიული უნარები.“

4. დაემატოს მე-111  მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111 . საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

1. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. სასურველია მაგისტრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობების  მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, მსჯელობისა და დისკუსიის, პრეზენტაციის, დროის ეფექტური მართვის, ქართულ და უცხო ენაზე აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების  უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office applications);

ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

„საქართველოს კონსტიტუცია; პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული  უნარები.“

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. მონაცემთა უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი

1. მონაცემთა უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)  უმაღლესი ტექნიკური განათლება;

ბ) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ISO) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტების, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ (ISO 27001) სტანდარტების ცოდნა;

გ) 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 1-წლიანი ინფორმაციული სისტემების/ქსელების მართვის/ადმინისტრირების ან ინფორმაციული სისტემების პროექტების მართვის  ან უსაფრთხოების/რისკების მართვის სფეროში გამოცდილება;

დ) ქსელების მართვის და უსაფრთხოების კომპონენტების მუშაობის საფუძვლიანი ცოდნა;

ე)   სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება;

ვ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის,  შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, მსჯელობის და დისკუსიის, პრეზენტაციის, აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, დროის ეფექტური მართვის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office applications, MS Wi№dows);

თ) სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

„საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური საკითხები.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული  უნარები.“

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მე-19 მუხლი.

7. დაემატოს მე-194 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 194. ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი

1. ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;

ბ) ინფორმაციული სისტემების/ქსელების მართვის/ადმინისტრირების ან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის 1-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ან ინფორმაციული სისტემების აუდიტის საერთაშორის სტანდარტების დანერგვისა და/ან მართვის;

გ) სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ISO) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტების ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ (ISO 27001) ცოდნა;

დ) სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მიმართულებით შესაბამისი სერთიფიკატის ფლობა;

ე) ქსელის უსაფრთხოების საფუძვლიანი ცოდნა;

ვ) სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის გამოცდილება;

ზ) პროფესიული  უნარები:  გუნდური  მუშაობის,  სამუშაოს  დაგეგმვისა  და პროცესის მართვის,  შემჭიდროებულ  ვადებში  მუშაობის,  ეფექტური  კომუნიკაციის,  მსჯელობის და დისკუსიის, პრეზენტაციის, აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, დროის ეფექტური მართვის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თ) სასურველია, კანდიდატმა  წარმოადგინოს ISO-ს, BSI-ს ან ISACA-ს მიერ გაცემული სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში ან/და ITIL-ის ექსპერტის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (MS Office applications, MS Wi№dows);

კ) სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს  კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის №312 დადგენილება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“; საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური საკითხები;

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული უნარები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი