შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 05/7-ლ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 29/12/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
05/7-ლ
29/12/2015
ვებგვერდი, 06/01/2016
შპს “სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/7-ლ

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი ს“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით

სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის #102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სს „არდი დაზღვევის“ 2015 წლის 28 დეკემბრის №1/15 – 2/55 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404858631) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით

1.1 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №288 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „არდი დაზღვევაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე“

ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ შეიცვალოს სიტყვებით „სს არდი დაზღვევა“.

1.2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის №05/1-ლ ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „არდი დაზღვევის“ დაზღვევის ლიცენზიის (სიცოცხლის) გაცემის თაობაზე“

ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ შეიცვალოს სიტყვებით „სს არდი დაზღვევა“.

2. სს „არდი დაზღვევაზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404858631) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.

3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                            იოსებ გოგოლაშვილი