შპს “სადაზღვევო კომპანია ტაო“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
შპს “სადაზღვევო კომპანია ტაო“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/6-ლ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 29/12/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
05/6-ლ
29/12/2015
ვებგვერდი, 06/01/2016
შპს “სადაზღვევო კომპანია ტაო“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/6-ლ

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „სადაზღვევო კომპანია ტაოს“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის 102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ –საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სს „სადაზღვევო კომპანია ტაოს“ 2015 წლის 25 დეკემბრის №1-03/1150 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო კომპანია ტაოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202408386) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2007 წლის 27 აგვისტოს №17 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „სადაზღვევო კომპანია ტაოს“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევა (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის შესახებ“

ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შ.პ.ს. „სადაზღვევო კომპანია ტაო“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „სადაზღვევო კომპანია ტაო“.

2. სს „სადაზღვევო კომპანია ტაოზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202408386) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.

3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                         იოსებ გოგოლაშვილი