შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/5-ლ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
05/5-ლ
25/12/2015
ვებგვერდი, 06/01/2016
შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“–ს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/5-ლ

2015 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის  შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების,  „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის #102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“  2015 წლის 25 დეკემბრის №1282 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204970031) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 30 ოქტომბრის №28 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა)  ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ ლიცენზიების გაცემის შესახებ“

ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“  შეიცვალოს სიტყვებით „სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“.

2. სს „დაზღვევის კომპანია ქართუზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204970031) გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით  დადგენილი წესით.

3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                იოსებ გოგოლაშვილი