დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100040000.22.038.016601 |
|
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში (სსმ, 100040000.22.038.016040, 11/04/2011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად,“; 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ადმინისტრაციის მეშვეობით უზრუნველყოფს ვიდეოპაემნის უფლებით მოსარგებლე მსჯავრდებულებისათვის შესაბამისი საკომუნიკაციო და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტების მოწყობას დაწესებულებაში.“; ბ) მე-2 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის რაოდენობა არ ვრცელდება ამ მუხლის 12 და 13 პუნქტებზე.“; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მსჯავრდებულის თანხმობა/უარი და მისი ხელმოწერა (აისახება დაწესებულებაში გაგზავნილ განცხადების ასლზე).“; გ.ბ) მე-3 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაწესებულება გადასულია განსაკუთრებულ რეჟიმზე, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის გამართვის თარიღსა და დროს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო, რასაც განმცხადებელს ატყობინებს წერილობით ან სხვა ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები