„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 02/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.05.001.001.839
  • Word
1488
20/05/2005
სსმ, 25, 02/06/2005
480.040.000.05.001.001.839
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 161) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრებული პირი – სახელმწიფო მოხელე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სახელით მონაწილეობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ან, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათანაბრებულია დიპლომატიური თანამდებობის პირთან. ეს სტატუსი მოქმედებს მხოლოდ ამ ქვეპუნქტით აღნიშნული საქმიანობის განხორციელების დროს;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 მაისი.

1488Iს