თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016251
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
53
29/12/2015
ვებგვერდი, 04/01/2016
010250000.35.154.016251
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2016 - 17/02/2016)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2015 წლის 29 დეკემბერი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის  მე-3  და მე-4 პუნქტების და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.                  
მართვის ოპტიმიზაციის მიზნით დაიყოს თიანეთის მუნიციპალიტეტი   და    შეიქმნას  შემდეგი  ადმინისტრაციული ერთეულები:

1) დ. თიანეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -  დ. თიანეთი და სოფლები: ჭურჭელაურები, მამადაანები, საჭურე, თეთრახევა);

2) დ. სიონის ადმინისტრაციული ერთეული– (სამოქმედო ტერიტორია – დ. სიონი და სოფლები: ორხევი, საჯინიბო, ბადაანი, ბოჭორმა, ომარაანი, ფიჭვიანი, ყუდრო, გრძელველები);

3) არტნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო არტანი, ქვემო არტანი, ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქუშხევი, ღორღა);

4) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ჩაბანო,  გოჯიაანები, ჭიაურა, ხაიშო, კაწალო);

5) ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა,  ვერხველი, ზემო შარახევი, ქვემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო,  ხოფცა, ჯიჯეთი);

6) ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები ზემო ნაქალაქარი, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, დორეულები, ბეწენწურები, მაგრანეთი, ზურაბები);

7) ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჟებოტა, თეგერაანები, ძებნიაურები, ლელოვანი, თხილა);

8) სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიმონიანთხევი, გორანა, ნადოკრა, თოლენჯი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, ჩიტაურები, ჭანდრისხევი);

9) ტუშურების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტუშურები, კახოიანები, ალაჭანი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები;);

10) ღულელების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ღულელები, ბალებისხევი, წყაროთუბანი, ტოლაანთსოფელი, თრანი, სიონთგორი, ხადოელები, ქვემო კვერნაულა, კვირიისხევი, გუდანელები, თოხოლჩა,წიფლნარი)

11) ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩეკურაანთგორი, ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები, ძირხვნიანი);

12) ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხევსურთსოფელი,  საყდრიონი, დევენაანთხევი);


მუხლი 2.           
ადმინისტრაციული ერთეულის საქმიანობას წარმართვას გამგებლის მიერ დანიშნული წარმომადგენელი,  რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

მუხლი 3.         
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №26 დადგენილება. (ს.ს.მ ვებგვერდი 20/08/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016177)

მუხლი 4.                
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური