დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 46 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 28/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016156 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლისა და 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები:
2. დადგენილების 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები
3. დადგენილების 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111 . სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები 1. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით: ა) 220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – 16,776 თეთრი/კვტსთ; ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი – 12,024 თეთრი/კვტსთ; გ) 35-110 კილოვოლტი – 11,501 თეთრი/კვტსთ. 2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში): ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 10,978 თეთრი/კვტსთ; ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 14,348 თეთრი/კვტსთ; გ) 301 კვტსთ-დან და მეტი – 18,178 თეთრი/კვტსთ.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები