„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 02/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.110.030.05.001.001.835
  • Word
1446
17/05/2005
სსმ, 25, 02/06/2005
010.110.030.05.001.001.835
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997, გვ. 15) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრესაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე და ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ; საზოგადოებრივი ტელევიზიით გავრცელებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ქონების დასახელება და განაცხადის მიღების დაწყებისა და დამთავრების ვადები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 17 მაისი.

№1446–Iს