დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.157.016243 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №120 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 02/04/2015წ., 040110030.35.157.016224) დამტკიცებულ დანართ №1-ში და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“ю; |
2.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №120 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
,,მუხლი 51. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოები ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებენ ამ წესის შესაბამისად“ю. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები