„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 02/10/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
174
29/09/2009
სსმ, 119, 02/10/2009
000000000.00.000.000000
„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №174

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №112, მუხლი 1274) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ის საგადასახადო ორგანო, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

4. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მისაღებად ის საგადასახადო ორგანო, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მიმართავს სასამართლოს და შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანხის სრული გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატი (დანართი №2), რომელსაც გასცემს შემოსავლების სამსახური. სერტიფიკატში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) შეძენილი ქონების დასახელება;

გ) მყიდველის ვინაობა (დასახელება);

დ) გადახდილი თანხის რაოდენობა.“.

3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ

სერტიფიკატი №

საგადასახადო ორგანოს დასახელება ____________________________________________________

აუქციონის ჩატარების ადგილი ________________________________________________________

აუქციონის ჩატარების დრო ___________________________________________________________

შეძენილი ქონების დასახელება _________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

მყიდველის ვინაობა (დასახელება) _______________________________________

გადახდილი თანხის ოდენობა ____________________________

სერტიფიკატი ძალაშია მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად.

სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმის ასლი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვალი.

სერტიფიკატის გაცემის თარიღი _________________________________

შემოსავლების სამსახურის უფროსი _____________________________ “.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური