დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4720-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.018043 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 105-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები.“. 2. 149-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების სახით) სავაჭროდ დაშვებული/განთავსებული რეზიდენტი კომპანიის აქციების რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება ამ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრის შეუცვლელად.“. 3. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი: „ჯ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 10 110 00 კოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება.“.
მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 24 დეკემბერი 2015 წ. N4720-რს |
დოკუმენტის კომენტარები