დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016182 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016120) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში: |
ა)
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველ ერთეულში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, ამ მიზნით საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავებას, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო რეგულირების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა სახის ეკონომიკური აქტივობების შესახებ.“; |
ბ)
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების ხელშწყობას; საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნას;“; |
გ)
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მუნიციპალური პროგრამების მართვის, სტატისტიკური აღრიცხვისა და ტრანსპორტის რეგულირების განყოფილება; ბ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება. გ) სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება.“; |
დ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ახალი ტექნოლოგიების, ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და საკვები რაციონის შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას; ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; დ) სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას; ე) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისთვის (პირებისთვის) მიწოდებას; ვ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის ანალიზს და შეფასებას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) სოფლის მეურნეობის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნას; კ) გამგებლის სხვა დავალებების შესრულებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები