„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019033
646
23/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
240140000.10.003.019033
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №646

2015 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის I თავის:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება − დამოუკი­დებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი უძრავი ქონების ფასი.“;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ბ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა − საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

ბ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი − საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარი დაარღვევს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უძრავი ქონების გადაცემის პირობებს და ამავდროულად, ქონების სააგენტოს წარუდგენს უძრავი ქონების იპოთეკარის, კომერციული ბანკის წერილობით ინფორმაციას, პროგრამის ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის 90 (ოთხმოცდაათი) დღეზე მეტი ვადით დარღვევისა და ამ დარღვევით გამოწვეული პროგრამის განხორციელების საფრთხის თაობაზე, პროგრამის ბენეფიციარს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის პირობების ნაცვლად, ქონების სააგენტოსათვის წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე შეუძლია, შეასრულოს ქონების გადაცემის ალტერნატიული პირობა, კერძოდ,  შეტყობინების გაკეთებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს თანხა შემდეგი ოდენობით:

ა) ქონების თბილისში  მდებარეობის შემთხვევაში:

ა.ა) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის) ერთი მეექვსედის სხვაობის 2,5-ჯერ გაზრდილ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარისა;

ა.ბ) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილია 100 000 (ასი ათასი) ლარიდან 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ჩათვლით, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის) ერთი მეექვსედის სხვაობის  ორმაგ ოდენობას;

ა.გ) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის) ერთი მეექვსედის სხვაობის  1,75-ჯერ გაზრდილ ოდენობას;

ბ) ქონების თბილისის გარდა სხვა ტერიტორიაზე  მდებარეობისას:

ბ.ა) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის) ერთი მეოთხედის სხვაობის 2,5-ჯერ გაზრდილ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარისა;

ბ.ბ) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილია 100 000 (ასი ათასი) ლარიდან 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ჩათვლით, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის) ერთი მეოთხედის სხვაობის ორმაგ ოდენობას;

ბ.გ) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის) ერთი მეოთხედის სხვაობის 1,75-ჯერ გაზრდილ ოდენობას.“;

ბ.გ)  მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12,  მე-13  და მე-14 პუნქტები:

„12. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემის ალტერნატიული პირობის გამოყენების თაობაზე პროგრამის ბენეფიციარის მიერ ქონების სააგენტოსთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთან, პროგრამის ბენეფიციარს შეტყობინების წარდგენამდე ეკისრება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის პირობების დარღვევის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო. ალტერნატიული პირობის დარღვევის შემთხვევაში, ალტერნატიული პირობის შესრულებისათვის ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე  ნასყიდობის ხელშეკრულება ითვლება ცალმხრივად შეწყვეტილად და შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

13.  საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების, მათ შორის, მის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთავაზებული პროდუქციის მოცულობის ცვლილება დასაშვებია პროგრამის ბენეფიციარის განცხადებისა და კომერციული ბანკის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

14. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემის პირობ(ებ)ის შეცვლა, მათ შორის, ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში ან/და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან პროგრამის ბენეფიციარის გათავისუფლება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
1.                ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას ქონების გადაცემის ამავე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული პირობის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, პროგრამის ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე.

2.                 ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების შემთხვევაში, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან პირველი წლის განმავლობაში ქ. თბილისში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციის 25%-ზე მეტის განხორციელების შემთხვევაში, განხორციელებული ინვესტიციის ოდენობასა და ქ. თბილისში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის 25%-ს შორის არსებული სხვაობა ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში ამავე ბენეფიციარის მიერ განსახორციელებელ ინვესტიციაში. 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი