„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016188
13
25/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
010250050.35.151.016188
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 25 დეკემბერი

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებებში  პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი



 დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა  პრემიის       ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი

მუხლი 1. პრემიის წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა  პრემიის  ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის,ხანგრძლივისამსახურისათვისან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.

2. პრემიის გაცემა ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.

3. პრემიის გაცემის მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა,აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით,საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.


მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

მუხლი 4. პრემიის გაცემის პერიოდი და ოდენობა
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ  საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ  საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შეიძლება გაიცეს ასევე არაუმეტეს წელიწადში სამჯერ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით,ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპის დაცვით